

დაბა ხარაგაულსა და ხევში 5-5 ინფიცირებულია, 3 – საღანძილეში, 2 – ლეღვანში, თითო-თითო ინფიცირებულია ახალსოფელში, კიცხში, ვერტყვილაში, თეთრაწყაროსა და საქარიქედში.
ყველა ახალი ინფიცირების წყარო დაავადებულ პირთან კონტაქტია.
გუშინ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და საავადმყოფოებში კორონავირუსზე ტესტი 95 პირს ჩაუტარდა.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად გამოვლენიდან დღემდე კორონავირუსი სულ 1 230 პირს დაუდასტურდა. მათგან 1 145 გამოჯანმრთელდა, 17 – გარდაიცვალა. ამჟამად ხარაგაულში თვითიზოლაციაში 102 პირია.
68 ხარაგაულელი ინფიცირებულიდან 20 სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურების ქვეშ იმყოფებიან.
გუშინ ჩატარებული ხარაგაულისა და ბორითის კლინიკების თანამშრომელთა PCR ტესტების პასუხები უარყოფითია.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები ამბობენ, რომ დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.