

10 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ყველა მათგანის ინფიცირების წყარო დაავადებული ოჯახის წევრია.
ვახანში ერთი ოჯახის 7 წევრია ინფიცირებული, ჩხერში – 4, საღანძილეში – 3.
ახალსოფელში, ვერტყვიჭალასა და წყალაფორეთში ერთი ოჯახის 2-2 წევრია ინფიცირებული. ახალი თითო-თითო შემთხვევა დაფიქსირდა ლეღვანსა და დაბა ხარაგაულში.
დაავადებულთა შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. 3 და 4 წლის ბავშვები ვახანში ინფიცირებული ოჯახის წევრები არიან, ხოლო 5 წლის ინფიცირებული ბავშვი საღანძილეში ცხოვრობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 1 196 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 1 110 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
69 ინფიცირებულიდან 26 საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები სახლში, – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.