

ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსი 9 პირს გამოუვლინდა. მათგან ერთი ხარაგაულის მერიის თანამშრომელია. მისი ინფიცირების წყარო უცნობია.
ახალი შემთხვევებიდან ერთი დაავადებული 7 წლის ბავშვია. მას კორონავირუსი დედისგან გადაედო.
ინფიცირებულები დაბა ხარაგაულის, ვარძიის, ჩხერის, ლეღვნისა და ნადაბურის მაცხოვრებლები არიან. დაბა ხარაგაულში, ვარძიასა და ჩხერში 2-2 ახალი ინფიცირებულია, ხოლო ლეღვანსა და ნადაბურში – თითო-თითო.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველი დადასტურებიდან დღემდე 1 174 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 1 007 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
22 ხარაგაულელი ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები სახლში – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 114 ადამიანი იზოლაციაში იმყოფება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.