

2021 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 156 ფაქტი გამოვლინდა.
მათ შორის ხუთი – სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 86 ფაქტი კახეთის რეგიონში გამოვლინდა. მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონია, სადაც 30 ფაქტი დაფიქსირდა.
გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამურად, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 186 მ3-მდე ხე-ტყე.
საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 32 ფაქტი, ამოღებულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.