

ორშაბათიდან წამახალისებელი ლატარია დაიწყება, – ამის შესახებ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
ლატარიის კომპანია ყოველდღიურად შერჩევითი პრინციპით გაათამაშებს ფულად ჯილდოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოქალაქეებისთვის.
ლატარიის საპრიზო ფონდი შეადგენს 2 800 000 ლარს და გათამაშდება ყოველდღიურად წლის ბოლომდე. ამასთანავე იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება.
ყოველდღიურად გათამაშდება 100-დან 500 ლარამდე, ყოველკვირეულად – 1000, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაზე, რომელიც წლის ბოლოს გაიმართება, საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იქნება. ლატარია ლოტოტრონის პრინციპით გათამაშდება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.