

მუშავდება თუ არა მკურნალობის ახალი პროტოკოლი კოვიდინფიცირებული ორსულების მიმართ, „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გვიპასუხა, რომ მეანგინეკოლოგთა ასოციაცია ამ საკითხზე მუშაობს.
„ახალი პროტოკოლი ორსულთა მოვლასა და მკურნალობას ეხება და მომავალ კვირაში გამოქვეყნდება, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – კორონავირუსის „დელტა“ შტამი ორსულების მიმართ ძალიან ვერაგი აღმოჩნდა.
2021 წელს საქართველოში კოვიდინფიცირებული 14 ორსული გარდაიცვალა.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ყველა ორსული მივიდეს და აიცრას პფაიზერით. ორივე აცრა ჩაიტაროს ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში.
აცრა 25-ჯერ და მეტად შეამცირებს მათი დაინფიცირების რისკს და დაავადების შემთხვევაში – გართულებების რისკს. ამჟამად ქვეყანაში 20-დან 25 ათასამდე ორსულია“.
ნინო კაპანაძე
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.