

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, საზოგადოებრივი საქალაქო ტრანსპორტის აღდგენა მომდევნო კვირის ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.
„დიდი იმედი მაქვს, რომ შემდგომი ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. მომავალი კვირის განმავლობაში შევხედოთ ეპიდვითარებას და უწყებათაშორის საბჭოზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვანი კერა, განსაკუთრებით – მეტრო. ამიტომ ვფიქრობთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ აღდგა, უნდა მოვიძიოთ სხვა ალტერნატივა, რომელიც დაკავშირებულია და განიხილება ხოლმე სტიმულად ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებისთვის.
ყველაფერი დამოკიდებულია, ბოლო 2 კვირაში როგორ შემცირდება ინციდენტობა და როგორი იქნება დადებითობის მაჩვენებელი. ამ ეტაპამდე ნელი, პოზიტიური სტაბილიზაციის მაჩვენებელი გვაქვს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 13 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.