

ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 1 129 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 856 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 – გარდაიცვალა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები დ. ხარაგაულში, ვახანში, გედსამანიაში, ზვარეში, ჩხერში, ლეღვანში, ხემაღალში, ლაშეში, ჯაფაროულში დადასტურდა. ყველა ინფიცირებულის დაავადების წყარო ცნობილია.
ამჟამად 256 ხარაგაულელი ინფიცირებულიდან სტაციონარში 31 მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
„სამწუხაროდ, კოვიდინფიცირებულები იზოლაციის წესებს არღვევენ, გადაადგილდებიან და მეზობლებთან სტუმრობენ, – ამბობს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი ირინა გელაშვილი, – ამ ეტაპზე ხარაგაულში იზოლაციაში 188 პირი იმყოფება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.