

ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებულები დაბა ხარაგაულში, ფარცხნალში, ახალსოფელში, საღანძილეში, გედსამანიასა და ლაშეში მაცხოვრებლები არიან.
ინფიცირების ორი შემთხვევა და. ხარაგაულში დადასტურდა, დანარჩენ სოფლებში – თითო-თითო. ყველა მათგანი დაავადებულ პირებთან კონტაქტით დაინფიცირდნენ.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ხარაგაულში ვირუსის პირველად დადასტურებიდან დღემდე 1113-მდე გაიზარდა. მათგან 850 პირი გამოჯანმრთელდა, 17 – გარდაიცვალა.
246 ხარაგაულელი ინფიცირებულიდან 31 საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე იმყოფებიან. ამჟამად ხარაგაულში თვითიზოლაციაში 180 პირია.
„ტესტით დადასტურების მიუხედავად, ზოგს არ სჯერა, რომ კორონავირუსი აქვს და იზოლაციაში არ რჩება, – ამბობს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი მაკა გელაშვილი, – ყველას მოგიწოდებთ, გაუფრთხილდით საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას“.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.