

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ლაშა ტალახაძემ და გიორგი ასანიძემ კორონავირუსზე ვაქცინაცია ჩაიტარეს.
„ჯანსაღი სხეულის ჯანსაღი გადაწყვეტილება ვაქცინაციაა. მოგიწოდებთ, იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობასა და გარშემომყოფთა უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნულია საჩხერის სამედიცინო ცენტრის ფეისბუქგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი. ის ასევე ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში (223 კგ), აკვრაში (265 კგ) და ორჭიდის ჯამში (488 კგ). აქედან ატაცის და ორჭიდის ჯამის რეკორდები მსოფლიოს ყველა დროის რეკორდია ძალოსნობისთვის.
გიორგი ასანიძე კი საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელია.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.