

„საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების თაობაზე რეკომენდაციას ვერ გავცემთ, თუ სკოლა არ იქნება უსაფრთხო“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე ისაუბრა.
სკოლებს „უსაფრთხოს“ ვუწოდებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ დასაქმებული მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 80% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იქნება აცრილი, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – ასეთ სკოლებში შესაძლებელია სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყოს“.
განათლების სამინისტროსგან გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, პედაგოგების 40% აცრილია.
ამირან გამყრელიძის თქმით, ძალიან რთული ეპიდსიტუაციიდან გამოსავალი არის ერთადერთი – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და რეკომენდაციების დაცვა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.