

დღეს, 20 აგვისტოს, #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ #48.01 დაბა ხარაგაულის საარჩევნო უბნის კომისიის წევრის, ვასილ შარიქაძის, განცხადება განიხილა.
ხუთი დღის წინ ამ კომისიის წევრად არჩეულმა ვასილ შარიქაძემ გუშინ საოლქო კომისიას წევრობიდან გათავისუფლების თხოვნით წერილობით მიმართა.
მის მაგივრად ამ საარჩევნო უბანზე საოლქო კომისიამ ლალი ვაქერ-სებისკვერაძე აირჩია. ქალბატონმა ლალიმ, 15 აგვისტოს – ძირითადი კენჭისყრის დროს, ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა.
დავინტერესდით, რატომ გადაიფიქრა ვასილ შარიქაძემ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა.
„კორონავირუსზე ავიცერი ამასწინათ და ცოტა ვერ ვარ კარგად. ამიტომ უარი ვთქვი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობაზე“, – გვიპასუხა ვასილ შარიქაძემ.
ფოტო „ჩემი ხარაგაულის“ არქივიდან
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.