

20 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირების ყველაზე მეტი – 4 ახალი შემთხვევა – ლეღვანში გამოვლინდა, ფარცხნალში – 2, ბაზალეთში, ქვებში, ვარძიასა და ახალსოფელში თითო-თითო ინფიცირებულია. ახალსოფელში მაცხოვრებელი ინფიცირებულის დაავადების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.
ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსისგან არც ერთი პაციენტი არ გამოჯანმრთელებულა.
196 ხარაგაულელი ინფიცირებულიდან 30 სტაციონარში მკურნალობს, ხოლო დანარჩენი, სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულში covid-19-ის პირველად დაფიქსირებიდან ამ დრომდე ინფიცირების 976 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 763 გამოჯანმრთელდა, 17 გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 181 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.