

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში – ჩხერში, იგორეთში, საქასრიაში, ხიდარში, ვარძიაში, უბისაში, ხორითში, ფარცხნალში, მაქათუბანში, ლახუნდარასა და დეისში.
ჩვიდმეტივე ინფიცირებულის დაავადების წყარო ცნობილია.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული 227 პირია. მათგან 32 პაციენტი ხარაგაულის, თბილისის, ზესტაფონის, თერჯოლისა და ხაშურის კოვიდკლინიკებში მკურნალობენ. დანარჩენი ინფიცირებულები კი – სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ბოლო 24 საათში არც ერთი ხარაგაულელი ინფიცირებული არ გამოჯანმრთელებულა.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან ამ დრომდე სულ covid-19-ის 966 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 722 პირი გამოჯანმრთელდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის, ინფორმაციით, ხარაგაულში ამჟამად 7 კოვიდინფიცირებული სტუმარი იმყოფება. მათ covid-19 ხარაგაულში დაუდასტურდათ და გამოჯანმრთელებამდე აქვე დარჩებიან.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5914 შემთხვევა დადასტურდა. 49 პაციენტი გარდაიცვალა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.