

კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღას ვერავინ გამორიცხავს, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, მეოთხე ტალღა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დავიცავთ რეკომენდაციებს და რამდენად მასობრივი გახდება ვაქცინაცია.
მეოთხე ტალღას, ამირან გამყრელიძის განმარტებით, აგვისტოს ბოლოს-სექტემბრის დასაწყისში უნდა ველოდეთ.
„მესამე ტალღის დროს მკაცრი შეზღუდვები არ გამოგვიყენებია, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – დანის პირზე ვიარეთ – გავხსენით ეკონომიკა და ეპიდსიტუაციის კონტროლი გავამკაცრეთ.
ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გაიზრდება ქვეყანაში აცრილთა რაოდენობა. ეპიდემიის გაუარესების ალბათობა მეტი იქნება, თუ ცოტა ადამიანი აიცრება.
სხვადასხვა გათვლებით, საქართველოში დაახლოებით, მილიონამდე ადამიანს covid-19 გადატანილი აქვს. ვირუსგადატანილებს ბუნებრივი იმუნიტეტი უვითარდებათ. ამას უნდა დავამატოთ ვაქცინაცია და მასობრივი იმუნიტეტი გამოვიმუშაოთ“.
ამავე თემაზე
ამ ეტაპზე „კომენდანტის საათის“ გაუქმების რეკომენდაციას ვერ გავცემთ – ამირან გამყრელიძე
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.