

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 11 აპრილს დაფიქსირდა და ამ დრომდე, მხოლოდ ამ სოფელში, ინფიცირებულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.
ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ადგილზე გაეცვნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე და ეპიდემიოლოგი მაკა წილოსანი.
მათთან ერთად საქასრიაში ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე, ამავე ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე და ხარაგაულის სასწრაფო დახმარების უფროსი გიორგი ბარბაქაძე იმყოფებოდნენ.
საქასრიაში 42 ოჯახი, დაახლოებით 140 ადამიანი ცხოვრობს. 12 ინფიცირებულიდან 3 სტაციონარში, ხოლო 9 ბინაზე მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გოჩა გიორგიძის რეკომენდაციით, სასურველია სოფლის აღნიშნული უბნის იზოლაცია 12 დღით. თვითიზოლაციის პირობების დაცვაზე მინიტორინგი პოლიციამ უნდა განახორციელოს.
თვითიზოლაციაში იმყოფებიან ის პირები, რომლებიც რიკოთის ავტობანის მშენებელ ჩინურ კომპანიაში მუშაობენ. გოჩა გიორგაძე და ეპიდემიოლოგი მაკა წილოსანი გზის მშენებელი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიას შემდეგი რეკომენდაციები მიაწოდეს:
ფოტოზე: შეხვედრა რიკოთის ავტობანის მშენებელთან
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან