

შვიდივე ინფიცირებული სოფელ საქასრიაში მცხოვრებია. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია და ისინი ერთი უბნის მაცხოვრებლები არიან.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველი გამოვლენიდან დღემდე 576 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 544 გამოჯანმრთელდა, 13 – გარდაიცვალა. ამჟამად იზოლაციაში 61 პირი იმყოფება.
19 ინფიცირებულიდან საავადმყოფოში ხუთი მკურნალობს. დანარჩენები – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების თანამშრომელთა გეგმიური ტესტირება დაასრულა. როგორც სწრაფი, ისე PCR ტესტების ყველა პასუხი უარყოფითია.
მომავალ კვირაში სკოლების თანამშრომელთა გეგმიური ტესტირება დაიწყება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს და მოგვიწოდებს, რომ თავი შევიკავოთ ხალხმრავალი თავყრილობებისგან, გავუფრთხილდეთ საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან