

შვეიცარიის საელჩო საქართველოში 2022 წელს განვითარების ახალი ოთხწლიანი პროგრამის დაიწყებას გეგმავს.
პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 40 მილიონი აშშ დოლარი იქნება.
პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტების განხორციელება იგეგმება, ძირითადად: ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერების, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის, პროფესიული განათლებისა და სატყეო რეფორმის განხორციელების მიმართულებით.
პროგრამა შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე წარადგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული თანამშრომლობის ხელმძღვანელი დანიელ მევლი და პროგრამების ხელმძღვანელი ბექა თაგაური.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან