

დაბა ხარაგაულში მდინარე ჯიხველაზე მდებარე ხიდი დაზიანდა. ხიდი ორ ადგილასაა ჩატეხილი და მასზე ავტომობილების გადაადგილება საფრთხის შემცველია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, დათო დევდარიანის, ინფორმაციით, ხიდს ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზის მშენებელი კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აღადგენს.
„ხიდი კომპანია „ბლექ სი გრუპის“ კუთვნილი მაღალი გამავლობის მქონე მანქანების გადაადგილების შედეგად დაზიანდა.
უკვე დავუკავშირდით ამ კომპანიას, საიდანაც გვიპასუხეს, რომ როგორც კი ხარაგაულში გზის მშენებლობის ინტენსიური სამუშაოები განახლდება, ხიდს მაშინვე შეაკეთებენ.
კომპანია ხარაგაულში სამუშაოებს ამინდების დასტაბილურების შემდეგ განაახლებს“, – ამბობს დავით დევდარიანი.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან