

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ბორითში, თეთრაწყაროსა და მოლითში გამოვლინდა.
ბორითსა და თეთრაწყაროში მცხოვრები პირების ინფიცირების წყარო უცნობია. მოლითში მცხოვრები პირი ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა.
ხარაგაულში, covid-19-ის პირველად გამოვლენიდან დღემდე, სულ კორონავირუსის 566 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთაგან 541 გამოჯანმრთელდა, 13 პირი გარდაიცვალა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად თვითიზოლაციაში 32 პირი იმყოფება.
12 ხარაგაულელი ინფიცირებულიდან საავადმყოფოში სამი მათგანი მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დღეს კორონავირუსზე ტესტირებას ძირულას ხეობაში მოქმედი სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ჩაუტარებს.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან