

ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოვიპოვეთ.
გუშინ ჩხერიმელას ხეობის სკოლების თანამშრომელთა ტესტირება ჩატარდა. სწრაფი და PCR ტესტების ყველა პასუხი უარყოფითია.
დღეს კორონავირუსზე ტესტირება ძირულას ხეობის სკოლებში მიმდინარეობს.
ხარაგაულში, covid-19-ის პირველად დაფიქსირებიდან ამ დრომდე, სულ კორონავირუსის 562 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთაგან 541 გამოჯანმრთელდა, 13 პირი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმდება. ამიტომ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან