

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ კვირიდან ქრონიკული დაავადების მქონე პირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ.
„ასეთი პირების სიებს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში არსებული ბაზებიდან ვადგენთ. ეს სიები დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე განთავსდება. ამის შემდეგ პროგრამა მაღალი რისკის მქონე ყველა ადამიანის იდენტიფიცირებას შეძლებს და შესაბამისად, ეს პირები ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ“.
ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ასევე დაიწყო მზადება ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაციისთვის.
ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ, წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და მათ საშუალება ექნებათ, აირჩიონ ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი და რომელიც დღესდღეობით ფართოდ არის მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი.
ეს კვლევა დაგვეხმარება, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელი ვაქცინები შემოვიტანოთ ქვეყანაში“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძე.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან