

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ეზო მთლიანად შემოიღობა. ეზოს ორივე მხარეს გაკეთდა ჭიშკარი. სკოლის სამივე სართულზე ახალი კარ-ფანჯარა ჩაისვა.
ლესვითი სამუშაოები შიდა სივრცეში დასრულებულია და მიმდინარეობს შეთეთრება. შენობა გარედან მთლიანად ხარაჩოებშია ჩასმული.
ვერტყვიჭალის სკოლის დირექტორის, ლენა აბაშიძის ინფორმაციით, როგორც კი გამოიამინდებს, შენობის გარე ფასადის გალესვ დაიწყება.
„მშენებელი კომპანია სამუშაოებს მაღალი ხარისხით ასრულებს. ამ ეტაპზე ცენტრალური შესასვლელიდან კეთდება საფეხურები. სველ წერტილებში, რომელიც სამივე სართულზეა განთავსებული, კერამიკის გაკვრა ნაწილობრივ დასრულებულია. ელექტროგაყვანილობა უკვე მოწესრიგდა. ამინდი რომ გამოვა, შენობას სახურავს გადახდიან და ხელახლა გადახურავენ.
სკოლის განახლებულ შენობაში სექტემბრისათვის უნდა შევიდეთ“,- ამბობსს ლენა აბაშიძე.
ვერტყვიჭალის სკოლის შენობის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
მშენებელმა ორგანიზაციამ ვერტყვიჭალის სკოლის რეაბილიტაცია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში უნდა დაასრულოს.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან