

ხარაგაულში ახლახან მომხმარებლებს ბუნებრივი აირის მოწოდება შეუწყდათ.
ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალი „ხანდებში“ ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზის მშენებელი კომპანიის ტექნიკამ დააზიანა.
ამის გამო ბუნებრივი აირის გარეშე დარჩნენ დაბა ხარაგაულის, ბაზალეთის, ისლარის, ჯაფაროულის, ჩხერის, ახალსოფელისა და თეთრაწყაროს მომხმარებლები.
ბუნებრივი აირი ამჟამად ზედა ლაშეში – მანჯავიძეებისა და ნიქაცაძეების უბნებში 60 აბონენტს მიეწოდება, კიცხში – 120 აბონენტს.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის ფილიალის მენეჯერ ლევან აბაშიძის ინფორმაციით, ხარაგაულში შემომავალი გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და ბუნებრივი აირის მოწოდება 16:00 საათიდან დღის ბოლომდე ეტაპობრივად განახლდება.
მოგვიწოდებენ, რომ გამოვიჩინოთ სიფრთხილე და ჩაკეტილ მდგომარეობაში ვიქონიოთ გაზის დანადგარები და ონკანები.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან