

მომავალ კვირაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების თანამშრომელთა კორონავირუსზე ტესტირების შემდგომი ეტაპი განახლდება.
გასულ 48 საათში ხარაგაულში კოვიდ-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 557 პირი დაინფიცირდა. მათგან 539 გამოჯანმრთელდა, 13 – გარდაიცვალა. ამჟამად ორი პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო სამი დღეა, ტესტის გასაკეთებლად მისულ მოქალაქეთა რაოდენობამ იკლო. 31 მარტს, პირველ და 2 აპრილს 15 პირი გაიტესტა.
ხარაგაულისა და ბორითის კლინიკების, ასევე მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების თანამშრომელთა კორონავირუსზე ტესტირება 12 აპრილიდან განახლდება.
ექიმები მოგვიწოდებენ, რომ ვატაროთ პირბადე, თავი შევიკავოთ ხალხმრავალი წვეულელებისგან, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან