

ხარაგაულისა და ბორითის კლინიკების თანამშრომელთა მორიგი PCR ტესტირების ყველა პასუხი უარყოფითია.
კორონავირუსი, მორიგი გასინჯვისას, ასევე არ დაუდასტურდათ ძირულას ხეობის სოფლებში მოქმედი სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებს.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა დღეს კორონავირუსზე ტესტირება ხარაგაულის #1 და #2, ლეღვნის, წიფისა და ვახანის საბავშვო ბაღების პერსონალს ჩაუტარეს. სწრაფი ტესტების ყველა პასუხი უარყოფითია, PCR-ის – ზეგ გახდება ცნობილი.
ხვალ, 31 მარტს, კორონავირუსზე კიცხის, ბორის, ვარძიისა და წყალაფორეთის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს გამოიკვლევენ. საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტარდება.
ხარაგაულში მოქმედი სკოლების თანამშრომელთა ტესტირების შემდეგი ეტაპი მომავალ კვირაში განახლდება.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან