

ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ორი დაავადებული კი – გამოჯანმრთელდა.
ახალი შემთხვევები დაბა ხარაგაულსა და სოფელ წაქვაში გამოვლინდა. მათი ინფიცირების წყარო უცნობია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 557 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 539 გამოჯანმრთელდა, 13 – გარდაიცვალა. ამჟამად ორი პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 30 მარტის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში 16 მოქალაქე იმყოფება.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან