

„აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების ავადობისა და სიკვდილობის ყოველკვირეულ ანგარიშებში (СDC MMWR) გამოქვეყნდა კოვიდ-19-ის ვაქცინების ეფექტურობის პროსპექტული კვლევა, – წერს სოციალურ ქსელში მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზვიად კირტავა.
კოვიდ-19-ის მაღალი რისკის მქონე 3950 პირს (ჯანდაცვის ფრონტის ხაზის და დამხმარე პერსონალი, მასწავლებლები, მეხანძრეები, სამართალდამცველები, სასჯელაღსრულების და სხვა ადგილზე განხორციელებული/არადისტანციური სამსახურების თანამშრომლები) 13 კვირის განმავლობაში უტარებდნენ კოვიდ-19-ზე PCR ტესტირებას.
გამოკვლეულებიდან დიდი ნაწილი 2956 – ვაქცინირებული იყო Pfizer ან Moderna ვაქცინით (კიდევ 5 – Johnson & Johnson ვაქცინით).
კვლევამ აჩვენა, რომ მ-რნმ ვაქცინები Pfizer და Moderna მაღალეფექტურია როგორც ორივე დოზით ვაქცინირებისას (90%), ასევე პირველი დოზიდან 14 დღის შემდეგაც (80%). ორივე დოზით ვაქცინირება აუცილებელია მყარი და ხანგრძლივი იმუნიტეტის მისაღებად.
ანალოგიურმა კვლევებმა ისრაელში ასევე დაადასტურა Pfizer-ის მაღალი ეფექტურობა უკვე პირველი დოზის შემდეგ (85%); ხოლო შოტლანდიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აცრის პირველი დოზიდან 4 კვირის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები შემცირდა Pfizer-ის ჯგუფში 85%-ით, ხოლო AstraZeneca-ს ჯგუფში – 94%-ით.
ასე რომ, – როგორც კვლევები ადასტურებს, – ვაქცინა გვიცავს.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან