

ხარაგაულში covid-19-ის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე კორონავირუსის 555 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 537 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო სამი დღის განმავლობაში covid-19 ერთ ხარაგაულელს დაუდგინდა. ამ დროისათვის ხუთი ხარაგაულელი ინფიცირებული ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, მკურნალობს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 8 ადამიანი იმყოფება.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, დღეს, 29 მარტს, ხარაგაულისა და ბორითის კლინიკების მედპერსონალის კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდა. პასუხები ხვალისთვის იქნება ცნობილი.
დღეს ასევე გამოიკვლიეს ძირულას ხეობის სოფლებში მოქმედი სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობა, კორონავირუსის მხრივ. თანამშრომელთა 80% სწრაფი, ხოლო 20% – PCR ტესტით შემოწმდა.
სწრაფი ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია. PCR ტესტირების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ამ კვირის ბოლომდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სკოლისა და საბავშვო ბაღის თანამშრომელთა კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდება.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან