

2021 წლის 7 აპრილიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) უზრუნველყოფს. გამოცდები ჩატარდება თბილისისა და ქუთაისის საგამოცდო ცენტრებში, შემდეგ მისამართებზე:
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2021 წლის პირველი აპრილის ჩათვლით, 24:00 საათამდე, დისტანციურად, ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/
შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების მსურველი ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად იღებს შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით).
რეგისტრაციის მიზნით მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ თბილისის ან ქუთაისის საგამოცდო ცენტრს, 2021 წლის პირველი აპრილის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ – კვირისა და უქმე დღეების გარდა. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად გამოცდის ჩაბარების მსურველმა უნდა წარადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან