

ვებგვერდზე booking.moh.gov.ge კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი 11 273 პირია რეგისტრირებული.
მათ შორის „ფაიზერით“ აცრის სურვილი 6 000-მა ადამიანმა გამოთქვა.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა შემოიტანეს, რომლითაც დაახლოებით 14 000 ადამიანი აიცრება.
25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება თბილისის 4 კლინიკაში: რესპუბლიკური საავადმყოფო, ბოკერიას სახელობის კლინიკა, კავკასიის მედიცინის ცენტრი და ამტელ-ჰოსპიტალი;
ქუთაისში – ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში და ბათუმში – რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
საქართველოს მასშტაბით 20 მრავალპროფილიან კლინიკაში გაგრძელდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა.
ამ ეტაპზე საქართველოში სულ 4 281 პირია აცრილი.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან