

სოფელ ხუნევში მცხოვრები 73 წლის მამაკაცი თერჯოლის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მას თანმხლები დაავადება ჰქონდა და დიალიზით მკურნალობდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, ბოლო ორი დღეა, ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.
ხარაგაულში ვირუსის პირველი გამოვლენიდან დღემდე სულ 554 ინფიცირებულია. მათგან 537 გამოჯანმრთელდა. აქტიური შემთხვევებიდან ყველა ინფიცირებული ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სკოლის პედაგოგების ტესტირების მესამე ეტაპი დასრულდა. როგორც სწრაფი, ისე PCR ტესტების ყველა პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მომავალ კვირაში ისევ გააგრძელებს როგორც სკოლის თანამშრომლების, ასევე საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა გატესტვას. ტესტების ჩატარების ზუსტი თარიღები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან