

კიცხის საჯარო სკოლის მშენებლობის დასრულება აპრილის ბოლოსთვის გადაიდო.
მშენებლობის დასრულება თებერვალში იგეგმებოდა, მაგრამ ამას ხელი ნალექიანმა ამინდებმა შეუშალა.
გრუნტის გამყარების კოეფიციენტი ნორმაზე თუ არ დადგა, სკოლის ეზოში ბილიკების დაგება ვერ დაიწყება. წვიმიანი ამინდების გამო ვერ ხერხდება სპორტულ მოედანზე საფარის დაგებაც.
შიდა სამუშოებს რაც შეეხება, 95%-ით თითქმის დასრულებულია. ამ ეტაპზე ოთახებში ვინილის იატაკი იგება, პარალელურად კი მიმდინარეობს კარებების ჩასმა.
კიცხის საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტის მენეჯერი გია დავითულიანი ამბობს, რომ როგორც კი გამოიამინდებს, გარე სივრცის მოწესრიგებას აქტიურად შეუდგებიან.
„ამინდის გამო ჩვენ ტექნოლოგიას ვერ დავარღვევთ. არ გვინდა, რომ რაიმე უხარისხოდ გავაკეთოთ. სპორტულ მოედანზე ბეტონის საფარი დაგებულია. ახლა ღობის აწყობა მიმდინარეობს. სკამების კონსტრუქციები უკვე დამზადებულია. ამინდი რომ გამოვა, მონტაჟს დავიწყებთ“, – ამბობს გია დავითულიანი.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან