

ბავშვთა ადრეული განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის გახსნა ხარაგაულში აპრილიდან იგეგმება.
ცენტრის გახსნას ხარაგაულში განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „თაირისი“ აპირებს.
„თაირისის“ დამფუძნებლის, ირინე აბდალაძის, ინფორმაციით, ამჟამად ბენეფიციარებთან მუშაობა დისტანციურად მიმდინარეობს.
„ცენტრში, ჯერჯერობით, რამდენიმე ბენეფიციარია დარეგისტრირებული, განცხადებები ეტაპობრივად შემოდის, – ამბობს ირინე აბდალაძე, – პროექტის ფარგლებში სერვისი 30 ბენეფიციარს უნდა მიეწოდოს. დაწყებულია შეფასების ეტაპი, ანუ ბენეფიციარის უნარების შეფასება და დაკვირვება მშობელთან ერთად. სპეციალური ფორმები დისტანციურად ივსება“.
ბავშვთა ადრეული განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის გახსნა ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილ შენობაში იგეგმება.
„ამ ეტაპზე წყლისა და ელექტრო მრიცხველების დამონტაჟებაზე ვზრუნავთ. ცენტრი საჭირო ავეჯითა და ინვენტარით უკვე აღჭურვილია.
პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბენეფიციარს ცენტრში მოსვლა ყოველდღიურად არ ესაჭიროება. მომსახურეობის გაწევა შესაძლებელია დისტანციურად, საბავშვო ბაღში, ოჯახსა და ცენტრში. არჩევანი ბენეფიციარის საჭიროებიდან გამომდინარე გაკეთდება. ჯგუფური თერაპიები კი აუცილებლად ცენტრში უნდა ჩატარდეს რამდენიმე ბავშვთან ერთად,“ – ამბობს ირინე აბდალაძე.
თამთა გოგოლაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან