

ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსი ორ პირს დაუფიქსირდა.
ორივე ინფიცირებული ბორითში მცხოვრები ერთი ოჯახის წევრები არიან.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ბორითშია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი დადასტურებიდან დღემდე 547 პირი დაინფიცირდა. მათგან 510 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 – გარდაიცვალა. ამჟამად 25-ვე ინფიცირებული ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, მკურნალობს.
გუშინ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში PCR ტესტები წიფის, ხევის, ბორითის, ღორეშას, უბისას, ვაშლევისა და ნადაბურის სკოლების თანამშრომლებს ჩაუტარდებათ. სულ 47 პირი გაიტესტა. ყველა მათგანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან