

დღეს, 8 მარტს, ხარაგაულში აქცია „1000 მშობლის მარში“ გაიმართა. აქცია „მომისმინე – პროტესტის 100 დღე“ კამპანიის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ქალთა მოძრაობის ორგანიზებით გაიმართა.
ხარაგაულში აქცია გენდერული საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. მსვლელობა ხარაგაულის კინოთეატრიდან დაიწყო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დასრულდა.
აქციის მონაწილე ირინე ჩხეიძე ამბობს: „მნიშვნელოვანია, რომ 8 მარტს ჩამოშორდა პათეტიკური საზეიმო მნიშვნელობა და ამ დღეს შეგვიძლია ქალთა პრობლემებზე ვისაუბროთ. ქართული საზოგადოება უდიდესი პრობლემის წინაშე დგას, მოზარდებზე ძალადობა უნდა დავგმოთ და აუცილებელია ამ საკითხს დიდი ყურადღება მიექცეს. საზოგადოება არ უნდა იყოს გულგრილი და თითოეული ჩვენთაგანი უნდა დავფიქრდეთ ამაზე“.
მარში ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება.
აქციის მონაწილეები საერთო მოთხოვნებით ერთიანდებიან:
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან