

ახალი შემთხვევები ხუნევსა და ბორითში დაფიქსირდა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე ხარაგაულში სულ 542 პირი დაინფიცირდაა. მათგან 500 გამოჯანმრთელდა, 12 – გარდაიცვალა. ამჟამად 30-ვე ინფიცირებული ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობს. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ლაშესა და ბორითშია.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აგრძელებს საჯარო სკოლების თანამშრომელთა გეგმიურ ტესტირებას. დღეს, 5 მარტს, ლაშეს, ლეღვანისა და ბაზალეთის სკოლების თანამშრომლები გაიტესტებიან. მომავალ კვირაში – ძირულას ხეობის სკოლების. პირველი თებერვლიდან ამ დრომდე ხარაგაულში სკოლების თანამშრომელთა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე მოგვიწოდებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების კლების პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას – ვატაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან