

ხარაგაულში ბუნებრივი აირის მომხმარებლებმა მიიღეს სმს შეტყობინება, რომ დღეს, 2 მარტს, გეგმიური სამუშაოების გამო ხარაგაულში ბუნებრივი აირის მოწოდება დროებით შეწყდება.
რა სამუშაოებს ახორციელებს „სოკარ ჯორჯია გაზი“, – ამის გასარკვევად კომპანიის ზესტაფონის ფილიალის მენეჯერს, ლევან აბაშიძეს, დავუკავშირდით.
„სამუშაოები ძირულაში გაზსადენის ცენტრალურ მაგისტრალზეა დაგეგმილი, – ამბობს ლევან აბაშიძე, – მაქსიმალურად შევეცდებით, სამუშაოები ისე ჩავატაროთ, რომ ხარაგაულს ბუნებრივი აირის მოწოდება არ შეუწყდეს, მაგრამ თუ საჭიროებამ მოითხოვა და გაზმომარაგება შეწყდა, გაზის მოწოდება, უახლოეს საათებში აღდგება,“ – ამბობს ლევან აბაშიძე.
„სოჯარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, გაზმომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, გამოიჩინონ სიფრთხილე და გაზის დანადგარები ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ.
თამთა გოგოლაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან