

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ოცივე საბავშვო ბაღის 200-მდე თანამშრომლის კორონავირუსზე ტესტირება დასრულდა. ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, სწრაფი ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია. PCR ტესტების პასუხები კი ხვალ გახდება ცნობილი.
ბოლო 48 საათში, საბავშვო ბაღების თანამშრომელთა გარდა, 20-მდე მოქალაქე გაიტესტა. კორონავირუსი არც ერთს მათგანს არ დაუდასტურდა.
დღეს, პირველ მარტს, ხარაგაულისა და ბორითის საავადმყოფოების თანამშრომლების გეგმიური PCR ტესტირება ჩატარდა. ამ ტესტების პასუხებს ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრი ხვალ მიიღებს.
ვირუსის პირველი დადასტურებიდან დღემდე ხარაგაულში ინფიცირების 535 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 496 გამოჯანმრთელდა, 11 – გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულში 28 ინფიცირებულიდან ერთი პირი ქუთაისის საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. საავადმყოფოში მოთავსებული ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული მამაკაცია.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან