

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, დღეიდან – პირველი მარტიდან საქმიანობას ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღები განაახლებენ.
4 მარტიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ვერტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღების გარდა, ყველგან განახლდება. ამ ორ საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა მიღებას, სავარაუდოდ, 9 მარტიდან შეძლებენ.
„კორონავირუსზე ტესტირება საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელმა უნდა ჩაიტაროს, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ეს პროცესი გასულ კვირაში დაიწყო და 4 მარტამდე გაერთიანების ყველა საბავშვო ბაღის თანამშრომელი შემოწმდება“.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღები საქმიანობას პირველი მარტიდან შეუდგებიან.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან