

„საქართველოს რკინიგზას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ირინე ხიზანიშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებელი მგზავრთა გადაყვანას ხვალიდან, 27 თებერვლიდან, განაახლებს.
მატარებლის მოძრაობის განრიგი ასეთია:
ხაშური-ზესტაფონი – 7:20 – 9:40;
ზესტაფონი-ხაშური – 11:30 – 13:47;
ხაშური-ზესტაფონი – 14:20 – 16:40;
ზესტაფონი-ხაშური – 17:25 – 19:40.
მგზავრთა უსაფრთხოებისა და პანდემიის საპრევენციო ღონისძიებების გატარებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უზრუნველყოფს. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ამ მატარებელში მგზავრთა აღრიცხვაზე, თერმოსკრინინგსა და ჰიგიენის დაცვაზე იზრუნებენ.
ეს საგარეუბნო მატარებელი ერთადერთი ხელმისაწვდომი ტრანსპორტია ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის.
„საქართველოს რკინიგზაში“, ჯერჯერობით, ვერ აკონკრეტებენ თარიღს, თუ როდის აღდგება დანარჩენი საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლა.
მაგისტრალური მიმართულებით მატარებლების მიმოსვლის გრაფიკი იხილეთ ბმულზე.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან