

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გედსამანიასა და დაბა ხარაგაულში დაფიქსირდა.
გედსამანიაში ერთი ოჯახის რვა წევრია ინფიცირებული.
ვირუსის პირველი დადასტურებიდან დღემდე ხარაგაულში 535 ინფიცირებულია. მათგან 490 გამოჯანმრთელდა, 11 – გარდაიცვალა.
34 ინფიცირებულიდან საავადმყოფოში მკურნალობას მხოლოდ ერთი პირი აგრძელებს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ამჟამად თვითიზოლაციაში 12 პირია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ხარაგაულში მოქმედი სკოლების თანამშრომლებისთვის ჩატარებული სწრაფი და PCR ტესტების ყველა პასუხი უარყოფითია.
მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტარდება – 80%-ის სწრაფი ტესტით, ხოლო 20%-ის PCR ტესტით.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან