

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გუშინ ხარაგაულისა და ბორითის კლინიკებში ჩატარებული გეგმიური ტესტირებების შედეგების მიხედვით, ხარაგაულის საავადმყოფოს ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ხარაგაულში კორონავირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევიდან დღემდე დადასტურებულია 521 შემთხვევა, მათგან 474 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 11 ინფიცირებული.
ახალი შემთხვევები გამოვლინდა დაბა ხარაგაულსა და ვარძიაში.
დღეიდან, 16 თებერვლიდან, ხარაგაულში მასწავლებელთა გეგმიური ტესტირებები განახლდა. დღეს ტესტირება გიმნაზიის, ხარაგაულის#2, ხარაგაულის#3, ხიდრის, ვარძიის, ბორის, წყალაფორეთისა და კიცხის სკოლის თანამშრომლებს ჩაუტარდათ. სწრაფი ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია, ხოლო PCR ტესტის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან