

„ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი, მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ“, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა ბავშვების ვაქცინაციის საკითხზეც და აღნიშნა, რომ სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ მყოფ პირებზე.
„ჩვენი პროტოკოლის თანახმად, ვირუსგადატანილებს ვაქცინაცია დადასტურებიდან 3 თვის შემდეგ ჩაუტარდებათ. რაც შეეხება ბავშვებს, „ფაიზერის“ ვაქცინა 19 წლის ასაკიდან ზემოთ არის რეკომენდებული, ხოლო „ასტრაზენეკა“ – 16 წლიდან ზემოთ.
შესაბამისად, ჩვენი სამიზნე ჯგუფი არის 18 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები. თუ იქნება დამატებითი მონაცემები ბავშვებში ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით, ჩვენც შესაბამისად შევცვლით პროტოკოლს“.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან