

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) 2020 წლის დეკემბრიდან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს, ჩაერთონ კოვიდ – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში
პროექტში ჩართვა შეუძლია 16-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებიდან. მონაწილეები გაივლიან თანასწორგანმანათლებელთა მოსამზადებელ 21 დღიან (63 საათი) ონლაინ ტრენინგ-კურსს შემდეგ თემებზე:
პროექტის ფარგლებში გადამზადებულმა თითოეულმა თანასწორგანმანათლებელმა, მიღებული ცოდნის გაზიარების მიზნით, თანატოლებთან უნდა ჩაატაროს საინფორმაციო შეხვედრები.
პროექტში ჩართულ თანასწორგანმანათლებლებს ასევე შესაძლებლობა მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში: „მშვიდობა და ადამიანის უფლებები“, რომლის გამარჯვებულებიც საკუთარი დიზაინით მოამზადებენ საინფორმაციო მასალებს, მშვიდობისა და ადამიანის უფლებების თემაზე.
სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 12 თებერვალი.
სააპლიკაციო ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე – https://forms.gle/c8fnkA1co384bjGz7
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან