

ბავშვთა ადრეული განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის გახსნას ხარაგაულში„თაირისი“აპირებს.
„თაირისის“ დამფუძნებელ ირინე აბდალაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ცენტრი, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან ამოქმედდება. მისი თქმით, ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული.
ირინე აბდალაძე ამბობს, რომ ამჟამად მიმდინარეობს და თებერვლის ბოლომდე დასრულდება ცენტრის სპეციალისტების გადამზადებისა და სერტიფიცირების პროცესი.
ბავშვთა ადრეული განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ხარაგაულში ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილ შენობაში განთავსდება. დღეს, პირველ თებერვალს, ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე „თაირისისთვის“ ფართის ერთწლიანი იჯარით გადაცემაზე იმსჯელეს.
საიჯარო გადასახადი ყოველთვიურად 50 ლარს შეადგენს. ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილ შენობაში ასევე საქმიანობს დაბა ხარაგაულში მერის წარმომადგენელი და ერთი სპეციალისტი.
ნინო კაპანაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან