

დღეიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა, თუმცა კულტურული სასწავლო წრეების მუშაობა კვლავ შეზღუდულია.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის, მაია ბლუაშვილის, ინფორმაციით, პირველი თებერვლიდან მოსწავლეთა სახლის წრეები ონლაინ სწავლებას დაიწყებენ.
„მათემატიკის, მხარეთმცოდნეობის, ინგლისურის წრეების ხელმძღვანელები დღეიდან მოსწავლეებს დისტანციურად დაუკავშირდებიან. დისტანციური სწავლების პროგრამა პედაგოგებმა უკვე წარმოადგინეს. სწავლას საკლასო ოთახებში ალბათ პირველი მარტიდან შევუდგებით“, – ამბობს მაია ბლუაშვილი.
სკოლების მსგავსად, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში.
„სწავლას, ტრადიციულად, სამუსიკო სკოლის შენობაში განვაახლებთ. ყველა არსებულ რეკომენდაციას შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებთ. რა თქმა უნდა, ვერავის დავაძალებთ. იმედია, მოსწავლეები გაკვეთილებზე ივლიან,“ – ამბობს ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დირექტორი ლალი ალექსიძე.
ქორეოგრაფიული და სპორტული წრეების მუშაობა კვლავ შეზღუდულია. ეს წრეები მეცადინეობას, სავარაუდოდ, პირველი მარტიდან განაახლებენ.
თამთა გოგოლაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან