

ბოლო 24 საათში ხარაგაულში ლაბორატორიულად კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, 9 პირი კი გამოჯანმრთელდა – ასეთია 29 იანვრის მონაცემები.
ინფიცირების შემთხვევები ლაშესა და ხარაგაულში დაფიქსირდა. ამით ხარაგაულში ვირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 488-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 426, გარდაიცვლა 9 პირი.
53 ინფიცირებულიდან მკურნალობას საავადმყოფოში 9 მათგანი აგრძელებს, დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
ამჟამად ხარაგაულში თვითიზოლაციაში 29 პირი იმყოფება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, თანთანად იკლებს ტესტის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეთა რაოდენობა – თუ გასულ თვეში ტესტირება ყოველდღიურად 20-ზე მეტ პირს უტარდებოდა, ახლა მათი რიცხვი ექვსს არ აღემატება.
ნინო კაპანაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან