

ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოვიპოვეთ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან ხარაგაულში ექვსი პირი გამოჯანმრთელდა.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე სულ 486 პირი დაინფიცირდა. მათგან 417 გამოჯანმრთელდა, 9 – გარდაიცვალა.
60 ინფიცირებულიდან სტაციონარში 9 პირი მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება სამუშაო დღეებში მათთან 14:00 საათიდან იწყება, შაბათ-კვირას – 11:00 საათიდან.
ნინო კაპანაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან