

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის, ინფორმაციით, ოთხივე ინფიცირებული დაბა ხარაგაულში მცხოვრები ერთი ოჯახის წევრია.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე სულ 486 პირი დაინფიცირდა. მათგან 411 გამოჯანმრთელდა, 9 – გარდაიცვალა.
აქტიური შემთხვევებიდან 6 ინფიცირებული სტაციონარშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენი სახლში მკურნალობს.
ხარაგაულში ამჟამად თვითიზოლაციაში 29 ადამიანი იმყოფება.
თამთა გოგოლაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან